რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს საუდის არაბეთს ეწვევა. პუტინის ვიზიტი რეგიონში კრიზისის ფონზე იმართება. რუსეთის პრეზიდენტი ერ რიადში, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ ჩადის. აშშ და საუდის არაბეთი ირწმუნებიან, რომ იერიში ირანმა მოაწყო. ამ ვერსიას რუსეთი არ იზიარებს.
შეგახსენებთ, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და საბადოზე დრონებით მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა საუდის არაბეთს რუსული ანტისარაკეტო სისტემების ყიდვა შესთავაზა. როგორც კრემლში იუწყებიან, პუტინის ვიზიტის დროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების სტაბილიზაციის საკითხზეც იმსჯელებენ.