ვლადიმერ პუტინი დღეს ფხენიანიდან ვიეტნამში ჩავა
ვლადიმერ პუტინი დღეს ფხენიანიდან ვიეტნამში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ფხენიანიდან ვიეტნამში ჩავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პუტინის ვიეტნამში ვიზიტი უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა. ექსპერტებს აზრით, რუსეთს სურს იმის დემონსტრირება, რომ ყველგან ჰყავს მეგობრები და დასავლეთის მცდელობა, იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, უშედეგოა. ცნობისთვის, რუსეთი ვიეტნამისთვის იარაღის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.

პუტინის რუსეთის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, ვიეტნამი მესამე ქვეყანაა, რომელსაც პუტინი ეწვევა. ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების საერთაშორისო ორდერია გამოცემული.