ვლადიმერ პუტინი - დემილიტარიზებული ზონა უკრაინაში უნდა იყოს ისეთი, რომ შევძლოთ რუსეთის ტერიტორიის დაცვა დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით დაბომბვისგან
ვლადიმერ პუტინი - დემილიტარიზებული ზონა უკრაინაში უნდა იყოს ისეთი, რომ შევძლოთ რუსეთის ტერიტორიის დაცვა დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით დაბომბვისგან

დემილიტარიზებული ზონა უკრაინაში უნდა იყოს ისეთი, რომ შევძლოთ რუსეთის ტერიტორიის დაცვა დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით დაბომბვისგან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინის კონტაქტური საზღვარი რუსეთის საზღვრიდან შორს გადაწიონ, რათა უზრუნველყონ რუსეთის უსაფრთხოება.

რუსეთის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო „ილ-76“-ის ჩამოვარდნასაც. მისი თქმით, თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ და ის უკრაინულმა ძალებმა „პატრიოტის“ დახმარებით ჩამოაგდეს.

„ეს უკვე დაზუსტებული ინფორმაციაა. მოტივი არის უცნობი. თქვენ მეკითხებით, თუ რატომ ქნეს ეს? მე არ ვიცი და არ მესმის. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ბორტი შეცდომით ჩამოაგდეს, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში დანაშაულია. მოსკოვი ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ არ არიან მსურველები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დასავლეთში ცდილობენ, რომ არ ისაუბრონ მომხდარზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.