ვლადიმერ პუტინი - დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ აცხადებენ თავიანთი განსაკუთრებულობის შესახებ, აპირისპირებენ ხალხს, ახდენენ სისხლიანი კონფლიქტებისა და გადატრიალებების პროვოცირებებს
დღეს ცივილიზაცია კვლავ იმყოფება გადამწყვეტი გარდატეხის ზღვარზე. ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გაჩაღებულია ნამდვილი ომი, თუმცა ჩვენ გავეცით პასუხი საერთაშორისო ტერორიზმს, დავიცავთ დონბასის მოსახლეობასაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებულ აღლუმზე განაცხადა.
პუტინის თქმით, „რუსეთისთვის არ არსებობს არამეგობრული, მტრული ერები არც დასავლეთით და არც აღმოსავლეთით“.
„როგორც პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი. მიგვაჩნია, რომ აღმატებულობის ნებისმიერი იდეოლოგია თავისი ბუნებით საზიზღარია, დანაშაულებრივი და მომაკვდინებელია. თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ აცხადებენ თავიანთი განსაკუთრებულობის შესახებ, აპირისპირებენ ხალხს და ხლეჩენ საზოგადოებას, ახდენენ სისხლიანი კონფლიქტებისა და გადატრიალებების პროვოცირებებს, აღვივებენ სიძულვილს, რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ, ტრადიციულ ღირებულებებსაც, რომლებიც ადამიანს ადამიანად აყალიბებენ, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალშიც მოახვიონ თავს ერებს თავიანთი ნება, თავიანთი უფლებები, წესები, არსებითად კი – ძარცვის, ძალადობისა და ჩახშობის სისტემა. როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, სადამდე მიიყვანა მსოფლიო ბატონობაზე ნაცისტების პრეტენზიებმა, დაავიწყდათ, ვინ დაანგრია ეს საშინელი, ტოტალური ბოროტება, ვინ დადგა კედლად მშობლიური მიწისთვის და არ დაინანა თავისი სიცოცხლე ევროპის ერების გასათავისუფლებლად“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან ერთად წითელ მოედანზე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები.