ვლადიმერ პუტინი - დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი, ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის მოქალაქეებს
დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ეს უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა. ეს მილიონნახევარი ადამიანის განადგურებაა. ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის რიგით მოქალაქეებს. ნახეთ, რას ამბობენ ინტერნეტში“, – განაცხადა პუტინმა.