რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა თურქმენეთის დედაქალაქში, აშხაბადში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო არენაზე და ჩვენი შეხედულებები მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე ხშირად ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ირანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით რუსეთში მიიწვია, რაზეც ფეზეშქიანმა თანხმობა განუცხადა.
ცნობისთვის, მასუდ ფეზეშქენიანისთვის, ირანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრაა ვლადიმერ პუტინთან.