ჩვენ უნდა განვდევნოთ მტერი ჩვენი ტერიტორიიდან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სასაზღვრო რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანა ახლა ტერიტორიიდან მტრის გაყვანაა.
ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, უკრაინის შეტევის მოტივაცია მოლაპარაკებების პროცესში პოზიციის გაუმჯობესება იყო.
„ახლა აშკარა და ნათელი ხდება, რატომ თქვა უარი კიევის რეჟიმმა ჩვენს წინადადებებზე დავბრუნებოდით მშვიდობიანი მოგვარების გეგმას, ისევე როგორც დაინტერესებული და ნეიტრალური შუამავლების წინადადებებს. როგორც ჩანს, მტერი თავისი დასავლელი ბატონების დახმარებით ასრულებს მათ ნებას და უკრაინელების ხელით დასავლეთი ჩვენთან იბრძვის. რა სახის მოლაპარაკებებზე შეიძლება, ვისაუბროთ იმ ადამიანებთან, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, რომლებიც ცდილობენ დაემუქრონ ბირთვულ ელექტროსადგურებს, რაზე შეიძლება ვისაუბროთ მათთან? ასეთი ქმედებები ემსახურება მთავარ სამხედრო მიზანს, კერძოდ შეაჩეროს ჩვენი ჯარების შეტევა, რომელიც მიმართულია ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების გათავისუფლებისკენ. რა ხდება საბრძოლო ხაზებზე, როგორია შედეგები? რუსეთის შეიარაღებული ძალების, მოხალისეებისა და ვეტერანების მიერ შეტევითი ოპერაციების ტემპი არა მხოლოდ შენელდა, არამედ პირიქით 1,5-ჯერ გაიზარდა. ჩვენი შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ფრონტის მთელ ხაზზე. ზარალი მკვეთრად მატულობს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, განსაკუთრებით ყველაზე ქმედუნარიან ქვედანაყოფებს შორის, რომელთაც მტერი აგზავნიდა ჩვენს საზღვარზე. მტერი უდავოდ მიიღებს ღირსეულ პასუხს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს“, – აცხადებს პუტინი.