ვლადიმერ პუტინი - ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეიძლება, ეწოდოს ლენინის სახელობის ქვეყანა, რადგან ის სწორედ ლენინმა შექმნა.
პუტინის თქმით, ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით.
„დიდი სამამულო ომის წინ და შემდეგ სტალინმა საბჭოთა კავშირს შეუერთა და უკრაინას გადასცა გარკვეული მიწები, რომლებიც მანამდე პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს ეკუთვნოდა. ამასთან, ერთგავრი კომპენსაციის სახით, სტალინმა პოლონეთს ისტორიული გერმანული ტერიტორიების ნაწილი გადასცა, 1954 წლეს კი, ხრუშოვმა რუსეთს რატომღაც ყირიმი წაართვა და უკრაინას აჩუქა. ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა. ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მალდობელმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. ახლა მადლიერი შთამომავლები ამხობენ ლენინის ძეგლებს, ამას ისინი დეკომუნიზაციას უწოდებენ. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. თუმცა, არ არის საჭირო შუა გზაზე გაჩერება. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენით, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია“, -აღნიშნა პუტინმა.