ვლადიმერ პუტინი - ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება, რუსეთს ასე დამცირებულად არსებობა არ შეუძლია
ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება, რუსეთს ასე დამცირებულად არსებობა არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ახალ სიტუაციასთან ადაპტირდება და ეს რუსეთის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ზრდას გამოიწვევს.
„ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება, რუსეთი ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. ეს ახლაც მოხდა და დარწმუნებული ვარ, მთავრობის წევრების, ჩვენი წამყვანი კომპანიების წყალობით, ყველა ამ სირთულეს გადავლახავთ“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.