ვლადიმერ პუტინი - აშშ და რუსეთი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებს დაიწყებენ
ვლადიმერ პუტინი - აშშ და რუსეთი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებს დაიწყებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ, დაიწყოს კონსულტაციები კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან დასრულებული სამიტის შემდეგ განაცხადა.

„ორივე მხარემ გარკვეული ვალდებულებები უნდა აიღოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიბერსივრცე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ზოგადად, როგორც შეერთებული შტატებისთვის, აგრეთვე რუსეთისთვის. ორივე ქვეყანა გახდა კიბერშეტევის მსხვერპლი. ამას ყოველწლიურად ვაწყდებით. ჩვენ გვჭირდება ექსპერტთა კონსულტაციები. ამაზე შევთანხმდით და პრინციპში, რუსეთი ამისთვის მზადაა“, – აღნიშნა პუტინმა.