ვლადიმერ პუტინი - აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება
აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.
„რუსული ნავთობის მიწოდება ამერიკულ ბაზარზე სამ პროცენტს არ აღემატება. ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, მათი ფასები კი იზრდება. ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო და აქაც, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი უბრალოდ იმალებიან ამ გადაწყვეტილებების მიღმა, რათა კიდევ ერთხელ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა.