ვლადიმერ პუტინი - არცერთ არჩევნებში არ ვერევით, ვიმუშავებთ ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი გამოუცხადებს ნდობას
ვლადიმერ პუტინი - არცერთ არჩევნებში არ ვერევით, ვიმუშავებთ ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი გამოუცხადებს ნდობას

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის არ ერევა აშშ-ის არჩევნებში და იმუშავებს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი აირჩევს. ამის შესახებ განცხადება პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ არცერთი გზით არ ვერევით არცერთ არჩევნებში და როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვიმუშავებთ ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი გამოუცხადებს ნდობას“, – თქვა პუტინმა.

ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან დიალოგი გაიხსენა. პუტინის თქმით, ერთხელ ტრამპმა ის გაკიცხა კიდეც ბაიდენის მიმართ თანაგრძნობის გამო.

„პრეზიდენტობის ბოლო წელს ბატონმა ტრამპმა მისაყვედურა კიდეც ბაიდენის მიმართ სიმპათიების გამო. ერთ-ერთ საუბარში მკითხა: გინდა, რომ მძინარა ჯომ მოიგოს არჩევნები? შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, დაიწყეს მისი დევნა. ამბობდნენ, თითქოს ჩვენ დავეხმარეთ მას გაპრეზიდენტებაში. სრული სისულელეა”, – ამბობს პუტინი.