ვლადიმერ პუტინი - ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკები ისევ არსებობს
ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკები ისევ არსებობს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რთულია. ამიერკავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ვითარების გამწვავების მაღალი რისკები არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ასევე გაამახვილა ყურადღება ნატო-ს ბლოკის სამხედრო მოქმედებებზე.