ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთს და არ შეცვლის უკრაინის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთს და არ შეცვლის უკრაინის მდგომარეობას უსაფრთხოების კუთხით. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ეს აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საფრთხეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და, ზოგადად, ეს გახდის მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, თუმცა ამან ახალი საფრთხეები არ უნდა წარმოშვას სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
„არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა: ერთი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფამ არ უნდა შეუქმნას ახალი საფრთხეები მეორე ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პრინციპი, რომელიც არაერთხელ არის გაცხადებული სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში, იქნება გათვალისწინებული. უკრაინას ნამდვილად აქვს უფლება, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“,- ამბობს ვლადიმერ პუტინი.