ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „საპასუხო დარტყმისთვის“ არ გამორიცხავს იარაღის მიწოდებას მსოფლიოს იმ რეგიონებისთვის, სადაც დასავლეთის ქვეყნების „მგრძნობიარე ობიექტებია“ განთავსებული
მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ რეაგირებას განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის „საპასუხო დარტყმისთვის“ არ გამორიცხავს იარაღის მიწოდებას მსოფლიოს იმ რეგიონებისთვის, სადაც დასავლეთის ქვეყნების „მგრძნობიარე ობიექტებია“ განთავსებული.
„თავდასხმები დასავლელი სპეციალისტების მიერაა განხორციელებული. ჩვენ ილუზია არ გვაქვს ამის შესახებ. რა უნდა გავაკეთოთ საპასუხოდ? პირველ რიგში, გავაუმჯობესებთ საჰაერო თადაცვის სისტემებს, რათა გავანადგუროთ რაკეტები. მეორე რიგში, ვფიქრობთ, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მსგავსი იარაღის მიწოდება საბრძოლო ზონაში შესაძლებელია ჩვენს ტერიტორიებზე თავდასხმისთვის, რატომ არ გვაქვს უფლება, მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ? პასუხი შეიძლება, იყოს სიმეტრიული. ჩვენ ამაზე დავფიქრდებით“,- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რასაც ეს ქვეყნები აკეთებენ, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში.
„რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები იქნება საბოლოო, მათ უკვე მიაღწიეს დეგრადაციის უმაღლეს დონეს, მაგრამ ეს მთლიანად გაანადგურებს საერთაშორისო ურთიერთობებს და ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას. რასაც ეს ქვეყნები აკეთებენ, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ იმავე გზით“,- განაცხადა პუტინმა.