რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ქვეყანამ „კოდიდ-19“-ის გავრცელების პიკი გადაიარა. ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუს პანდემიის დროს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„უნდა ითქვას, რომ ჩვენ ახლა მათგანაც ვიღებთ დახმარების შესახებ შემოთავაზებას. თუმცა ჩვენთან, სპეციალისტების შეფასებით, კორონავირუსის პიკი უკვე გავლილია“, – განაცხდა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთში დღეს „კოვიდ-19“-ით 174 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 362 342 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით გარდაიცვალა 3 807 ადამიანი.