ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შემქნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შემქნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ტელეკონფერენციის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.
„პირველად მსოფლიოში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დავარეგისტრირეთ. ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და აყალიბებს მყარ იმუნიტეტს“,- განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა.
„ეს მე ძალიან კარგად ვიცი, რადგან ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა ეს ვაქცინა. პირველი ინფექციის შემდეგ, მას 38 ჰქონდა სიცხე, მეორე დღეს 37 და სულ ეს იყო. მეორე ინექციის შემდეგაც ტემპერატურამ ოდნავ მოიმატა, შემდეგ დაიკლო, სულ ეს იყო, ახლა ის თავს კარგად გრძნობს“,- განაცხადა პუტინმა.