ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარი სასაზღვრო რეგიონების, რომლებიც უკრაინის მხრიდან ხშირად იბომბება, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარი სასაზღვრო რეგიონების, რომლებიც უკრაინის მხრიდან ხშირად იბომბება, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი საკუთარი სასაზღვრო რეგიონების, რომლებიც უკრაინის მხრიდან ხშირად იბომბება, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საკუთარი გეგმები, როგორ უპასუხოს უკრაინის მხრიდან განხორციელებულ დარტყმებს.

„უპირველესი ამოცანა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. არსებობს სხვადასხვა გზა, ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ ზუსტად ანალოგიური დარტყმით სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ყველა მსგავს სამიზნეზე, რასაც მტერი ურტყამს. ამის შესახებ გვაქვს შეხედულებები, საკუთარი გეგმები, ჩვენ მათ მივყვებით“, – აღნიშნა პუტინმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.