ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ორეულის აყვანაზე უარი განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შესთავაზეს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მან ორეულის აყვანაზე უარი განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შესთავაზეს.
„რეალური ხართ?“ – ეს კითხვა რუსეთის პრეზიდენტს ჟურნალისტმა დაუსვა და იქვე განმარტა, რომ საძიებო ინტერნეტპორტალებში, ყველაზე ხშირად სწორედ, იმას იკვლევენ, ჰყავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ორეული.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ორეულის აყვანაზე წინადადება 2000-იან წლებში მიიღო, როდესაც რუსეთი ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებდა. ამავე პერიოდში ის რეგიონში რამდენჯერმე იმყოფებოდა.