რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოქტომბერში ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ მან კრემლში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვიზიტი განხორციელდება „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ღონისძიების ფარგლებში.
„ეს სრულად და მთლიანად შეესაბამება ჩვენს ინტერესებსაც. დიდი ევრაზიული სივრცის შექმნის ჩვენეული იდეებისა და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროგრამის ფარგლებში ჩვენი ჩინელი მეგობრების იდეების ინტეგრაციას ვახდენთ და საკმაოდ სინქრონულად ვმოქმედებთ“, – განაცხადა პუტინმა.