ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი და მინსკი მოამზადებენ საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას მსოფლიოში მზარდი დაძაბულობის გამო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი და მინსკი მოამზადებენ საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას მსოფლიოში მზარდი დაძაბულობის გამო

მოსკოვი და მინსკი მოამზადებენ საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას მსოფლიოში მზარდი დაძაბულობის გამო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახალი დოკუმენტი ასევე ასახავს გარე გამოწვევებს და მიზნად ისახავს, ჩამოაყალიბოს ურთიერთქმედების ფუნდამენტური ამოცანები რუსეთისა და ბელარუსის გარე საზღვრებზე მზარდი დაძაბულობის, სანქციებისა და საინფორმაციო ომის ფონზე.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა გამოიყენებს ყველა საშუალებას ქვეყნის დასაცავად, თუ საქმე აქამდე მივა. ლუკაშენკოს თქმით, ეკონომიკური ბლოკადის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ დასავლეთმა დაიწყო სამხედრო ზეწოლა და ნატო-ს ძალების გაფართოება.