ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მობილიზებული მოქალაქეებიდან 50 ათასი უკვე ქვედანაყოფებში იბრძვის, 80 ათასამდე კი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მობილიზებული მოქალაქეებიდან 50 ათასი უკვე ქვედანაყოფებში იბრძვის, 80 ათასამდე კი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მობილიზებული მოქალაქეებიდან 50 ათასი უკვე საბრძოლო ქვედანაყოფებში იბრძვის, მისი ცნობით, 80 ათასამდე მობილიზებული კი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება.

ამის შესახებ პუტინმა ტვერის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის ცნობით, დანარჩენი მობილიზებულები პოლიგონებზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. სერგეი შოიგუს ინფორმაციით, მობილიზაციის ფარგლებში გაიწვიეს 300 ათასი ადამიანი.