ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტს 3-4 დღეში ერთხელ იტარებს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის 3-4 დღეში ერთხელ კორონავირუსზე ტესტს იტარებს და ყოველ ჯერზე შედეგი უარყოფითია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რასია 1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთულია, რასთანაც მას გამკლავება მოუწია.
პუტინის განმარტებით, ეს აისახა ეკონომიკაზე, თუმცა იმედოვნებს, რომ ინფლაციის დონეს 4 პროცენტზე შეინარჩუნებენ.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის გადარჩენაზე მნიშვნელოვანი ახლა რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეა.