ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა სთხოვეს და მან ეს შეასრულა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა სთხოვეს და შეასრულა.
„ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო ამ ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ ჩვენი ჯარების კიევიდან გაყვანის შემდეგ. ჩვენ გვთხოვეს ამის გაკეთება, რათა შეგვექმნა პირობები საბოლოო ხელშეკრულების დასადებად, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა წინა შეთანხმებაზე“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ სთხოვა რუსეთს კიევიდან ჯარის გაყვანა.
„ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ, რაზე ვიყავით შეთანხმებული, ეს ალბათ არც ისე კორექტული იქნება“, – განაცხადა პუტინმა.
ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის მიმდინარეობისას გაკეთა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, უკრაინაში ომი დასავლეთმა დაიწყო.
მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინის ნატო-ში შეყვანა დაიწყო, მაშინ როცა რუსეთისთვის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი პრინციპული მნიშვნელობის იყო.