ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამასთან, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის მიერ ახალ წევრ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.
„რაც შეეხება გაფართოებას, რუსეთს არ აქვს პრობლემები არ ქვეყნებთან. ამის გათვალისწინებით, რუსეთისთვის ამჟამად ალიანსის გაფართოება და ამ ქვეყნების მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას მოჰყვება შესაბამისი პასუხი. როგორი იქნება ეს პასუხი, ამას ვიხილავთ მას შემდეგ, რაც ვნახავთ იმ საფრთხეებს, რაც ჩვენთვის შეიქმნება“, – განაცხადა პუტინმა.