ვლადიმერ პუტინი - 2017 წელს იარაღის გაყიდვის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2017 წელს იარაღის გაყიდვის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა რუსეთისთვის 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო-ტექნიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი ამტკიცებს, რომ მსოფლიო იარაღის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია.
„სამხედრო ტექნიკური კუთხით თანამშრომლობის გეოგრაფია მუდმივად ფართოვდება, პარტნიორების რიცხვმა კი ას სახელმწიფოს გადააჭარბა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური მიღწევების პარალელურად, რუსეთისთვის კომერციული სარგებელი გლობალური უსაფრთხოების ინტერესებზე მაღლა არ დგას.