ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს
00:05, 01.04.2021
სამართალდამცველებმა სასტუმრო „ვინოტელიდან“ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები პოლიციის კორდონის საშუალებით გაიყვანეს. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ტერიტორია ავტობუსით დატოვეს.
ადგილზე იყო დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. აქტივისტებმა სასტუმროს სტუმრები შეძახილებითა და სტვენით გააცილეს.
სასტუმრო „ვინოტელთან“ აქციაზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.