ვლადიმერ კონსტანტინიდი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულების დაბრუნება
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულების დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული რვა მოქალაქის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველა არსებული ბერკეტი გვაქვს აქტიურად ამოქმედებული და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება გავლენები ჰქონდეს ამ პროცესზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, იმ მექანიზმების და ბერკეტების გამოყენებით, რაც ჩვენს ხელთ არის.
მოგეხსენებათ, რომ მოქალაქეების გატაცებამ კიდევ უფრო დაამძიმა იქ ვითარება, რაც გამოწვეული იყო ბორდერიზაციის პროცესით. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მათი დაბრუნება“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.