ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება 4-7 თებერვალს. დაგეგმილია კონფერენცია და მინისტრი მიწვეული არის ამერიკელი კოლეგის მიერ. მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ ვიზიტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მიმდინარე რეჟიმში“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა.