რუსეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
„უკრაინის ტოტალიტარულ-პოლიციური რეჟიმი უნდა მიხვდეს, რომ თუ ევროპისკენ სვლა აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ დაუშვებელია ასეთი ძალადობა. სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშვიდად იცხოვროს უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა დააყენა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან“, – აცხადებს ჟირინოვსკი.