თითოეული სამხედრო მოსამსახურე დაფასებულია, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
მან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, რომელმაც დღეს უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა, მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მთელი შეირაღებული ძალების სახელით მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს. მან მოცულობითი პრეზენტაცია წარადგინა ანგარიშის სახით. თითოეული სამხედრო მოსამსახურე დაფასებულია, თითოეული სამხედრო მოსამსახურე ამას აღიქვამს პოზიტიურად. სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში ურთიერთობა არის ჰარმონიული და ისეთი, როგორც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ და აღნიშნა, რომ მუშაობა ერთი გუნდის პრინციპით გრძელდება.