ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა ოთხი ომი, მიუხედავად ყველაფრისა, ფეხზე დგას და მოტივირებულია
თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჯარისკაცებს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილე მიულოცა.
როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, თავდაცვის ძალებმა არსებობის მანძილზე ძალზე რთული და ეკლიანი გზა გაიარა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. 28 წლის გახდა თავდაცვის ძალების. თავდაცვის ძალები, რომელმაც ძალზე რთული და ეკლიანი გზა გაიარა არსებობის განმავლობაში. 28 წლის განმავლობაში არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა ოთხი ომი, უფრო სწორად სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ყველაფრისა, თავდაცვის ძალები ფეხზე დგას, მოტივირებულია, ასრულებს თავის ამოცანას და მომავალშიც, ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაშიც, მაღალ დონეზე შეასრულებს“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.