საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ ჯარის დისკრედიტაცია არ შეიძლება.
როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, არ არსებობს შეიარაღებული ძალები, სადაც სხვადასხვა სახის გამოწვევები არ არსებობდეს.
„არ არსებობს შეიარაღებული ძალები, სადაც მსგავსი გამოწვევა არ არის. თუ რამე ხარვეზები არსებობს პირდაპირ რეაგირებას ვახდენთ. თავდაცვის ძალებში თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ პარლამენტისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შემოვიდნენ და შეამოწმონ ქვედანაყოფები. საუბარი სისტემურ პრობლემებზე არის სიცრუე. ეს იყო ერთჯერად ფაქტი. გასულ წლებში უარესი მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით. ეს გამოწვევები იყო წარსულში და იარსებებს. ჯარის დისკრედიტაცია არ შეიძლება, არანაირი ინფორმაცია არ იკეტება“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის დაპირპისპირება მოხდა, რაზეც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა. დღეს სამხედრო პოლიციამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.