ვიზიტორებსა და უცხოელ ტურისტებს აეროპორტში ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება, პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო
ვიზიტორებს და უცხოელ ტურისტებს, სურვილის შესაბამისად და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აეროპორტშივე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება, პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საოპერაციო შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინეს ანგარიში საქართველოში იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებთან დაკავშირებით, რომლებთანაც საქართველომ საზღვრები ორმხრივად უპირობოდ გახსნა.
საბჭოს წევრების შეფასებით, აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია ფრთხილი და გონივრული მიდგომის კვლავ შენარჩუნება.