ვიტორ ტომე - მედიაკრიტიკის მიმართულებით მედიაკადემია მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს
ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს, – ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა, ვიტორ ტომემ მედიის და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.
მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი მიიჩნევს, რომ ციფრული მედიის ეპოქაში კომისიის როლი მედიაწიგნიერების განვითარებაში, როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
„ჩამოვედი, რათა მედიაწიგნიერების სფეროში ევროპაში არსებული მდგომარეობა გაგაცნოთ და თქვენთან ერთად განვიხილო სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობა. გაგიზიაროთ, რას აკეთებენ ევროპის საბჭო და ევროკომისია მედიაწიგნიერების მიმართულებით. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ მედიაკრიტიკის მიმართულებითაც, ამით თქვენ ატრენინგებთ, როგორც მედიას, ისე – მთელ საზოგადოებას. ამისთვის თუ ვინმე გაკრიტიკებთ, მაშინ თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ. მედიაწიგნიერება არის საჭირო, როგორც მედიაორგანიზაციებისთვის, ისე მომხმარებლისთვის“,- ამბობს მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი ვიტორ ტომე.