ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი - თითები გვაქვს გადაჯვარედინებული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ველოდებით
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ახალ კომუნიკეს მივიღებთ, რომელიც საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი იქნება,- ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ საქართველოსა და შვედეთის პირველ დიპლომატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ განაცხადა, პოლონეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
“ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ველოდებით და ჩვენ გვინდა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღონ. მიგვაჩნია, რომ ამ ინსტრუმენტს უდიდესი ყურადღება სჭირდება. ჩვენ სამიტის ფარგლებში ახალ კომუნიკეს მივიღებთ და იმედი მაქვს, რომ კომუნიკე საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი იქნება და მოგეწონებათ. ევროკავშირთან უფრო და უფრო მეტ მიახლოვებისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ ევროკავშირში თქვენს გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ევროკავშირში ამჟამად არსებული მძიმე სიტუაციის გამო, ეს ჯერ შეუძლებელია. ჩვენ თითები გვაქვს გადაჯვარედინებული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ველოდებით. ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, რომ საქართველო იმ ქვეყანად გახადოთ, რომელიც ევროკავშირში შესვლას შეძლებს. თქვენ ევროკავშირზე დღეს უკეთესი წვდომა გაქვთ და ასე გაგრძელდება. საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებული საზღვრების დარღვევას არასდროს არ დაუშვებს. ჩვენ თქვენ გხედავთ, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ წევრს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი და რთულია, რადგან ევროკავშირი რთული ინსტიტუციაა. ისეთი მხარდაჭერის ფონზე, რომელიც თქვენ პოლონეთისგან და შვედეთისგან გაქვთ იცოდეთ, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრები გახდებით”, – განაცხადა ვიტოლდ ვასჩიკოვსკიმ.