ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.
განგაშის სიგნალები ისმის კიევშიც.
დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სახანძრო მანქანები გადაადგილდებიან. ქალაქში რიგებია ავტოგასამართ სადგურებთან, ასევე მაღაზიებთან და ბანკომატებთან.