ვითარება თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი [ვიდეო]
თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი რჩება. მათ გზის სავალ ნაწილზე კვლავ კარვები აქვთ გაშლილი.
ადგილზე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, მათ შორის ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე.
ლიდერები აქტივისტებს პერიოდულად მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაიშალონ. მათივე თქმით, ადგილზე მიიტანენ ყავას, ჩაისა და ე.წ. პუფებს.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ერთად, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლა, სადაც დაანონსებული აქცია მიმდინარეობდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ თსუ-თან 24 საათის განმავლობაში დარჩებიან და აქვე გააჟღერებენ მომდევნო გეგმებს. ადგილზე გაშალეს კარვები.