თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე კარვები აქვთ გაშლილი.
ადგილზე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეთა ნაწილმა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ერთად, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლა, სადაც აქცია მიმდინარეობდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ თსუ-თან 24 საათის განმავლობაში დარჩებოდნენ.