შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. მათივე ცნობით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.
მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.