რუსული სარაკეტო თავდასხმების გამო, კიევში განგაშის სიგნალის ხმა დილიდან რამდენჯერმე გაისმა. მოქალაქეები დედაქალაქის მეტროსადგურებს თავშესაფრად იყენებენ, ცარიელია უკრაინის ცენტრალური ქუჩები.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდა მეტროსადგურებისა, თავშესაფრები მოწყობილია საცხოვრებელ სახლებთანაც. ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში მოსახლეობა აცხადებს, მათ ტელეფონზე მისდით შეტყობინება უსაფრთხო ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით.