ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
თბილისში, გურამიშვილის 30 ნომერში, სადაც დღეს ძლიერი აფეთება მოხდა, ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე ვითარების გასაცნობად მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, კორპუსის მცხოვრებლებს ქირით გადაიყვანენ. კორპუსი ევაკუირებულია.
შემთხვევის შედეგად არის ოთხი დაშავებული. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულები.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.
გურამიშვილის გამზირზე ვითარებასთან დაკავშირებით იხილეთ ვიდეო.