ვითარება ბოლნისისა და მარნეულის შესასვლელებთან [ფოტო]
13:46, 26.03.2020
მარნეულსა და ბოლნისში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.
მუნიციპალიტეტის შესასვლელებთან შსს-სა და სამხედრო ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე ავტომობილებისა და მოქალაქეთა გადაადგილებას აკონტროლებენ.
ამასთან, კარანატინის ზონად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტებში სპეციალური ჯგუფების მიერ სადეზინფექციო სამუშაოები და მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს.