ვიტალი კლიჩკო - ზალუჟნის დამსახურებაა, რომ უკრაინელებმა შეიარაღებული ძალების ირწმუნეს, იმედია, ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯების სერიოზულობას აცნობიერებს
ვიტალი კლიჩკო - ზალუჟნის დამსახურებაა, რომ უკრაინელებმა შეიარაღებული ძალების ირწმუნეს, იმედია, ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯების სერიოზულობას აცნობიერებს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადაყენების საკითხს ეხმაურება და პოლიტიკური ინტრიგების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ კლიჩკო თავის ტელეგრამარხზე წერს.

„დიდწილად სწორედ ვალერი ზალუჟნის დამსახურებით, უკრაინელებმა ირწმუნეს ჩვენი შეირაღებული ძალების. გენერალმა ზალუჟნიმ ბევრი რთული მომენტი გაიარა. მხოლოდ მან იცის, ზუსტად რამდენიმე იყო ასეთი მომენტი… მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა დგას მომენტი, როდესაც პოლიტიკამ შეიძლება გადაწონოს საღი აზრი და სახელმწიფოს ინტერესები. და ეს მომენტი ზალუჟნიზე არაა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ხელისუფლება აცნობიერებს საკუთარი ნაბიჯების სერიოზულობას და საკუთარ პასუხისმგებლობას სრულად აღიქვამს. რადგანაც დღეს, როდესაც უკრაინა არსებობისთვის იბრძვის, მთავარი ბრძოლისუნარიანი, კარგად აწყობილი არმია და საზოგადოების ერთიანობაა, მიმართულია კი მინიშნებებით დაანონსებული საკადრო ცვლილებები ამისკენ? საზოგადოება არაა ამაში დარწმუნებული, და ამის გათვალისწინებაა საჭირო. ბოლოსდაბოლოს უნდა შეწყდეს პოლიტიკური ინტრიგები და შიდა ბრძოლა“, – წერს კლიჩკო.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში მიანიშნა, რომ ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილებების განხორციელების საკითხს განიხილავს.