ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 20 იანვრის ქარდზე
აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გუშინ UFC-ის მორიგი ქარდი (fight island 8) შედგა.
დღის საუკეთესო ბრძოლის ბონუსი მაიკ დევისისა და მეისონ ჯონსს ერგოთ. ორივე სპორტსმენმა დამატებით $50 000 დოლარი მიიღო.
საღამოს საუკეთესო წარმოდგენისთვის კი ბონუსები ვარლეი ალვესმა და უმარ ნურმაგომედოვმა მიიღეს. ამ უკანასკნელმა სერგეი მოროზოვი მომგუდავი ილეთით დაამარცხა. ალვესმა კი საკმაოდ ძლიერი მოუნირ ლაზეზს ტექნიკური ნოკაუტით სძლია.