ვირუსის გავრცელებიდან დღემდე შვედეთში კორონავირუსით სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა
შვედეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი სამი ათასს გადასცდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ათმილიონიან ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ბოლო მონაცემებით 3 040 ადამიანია დაღუპული. შვედეთში კორონავირუსის 24 643 შემთხვევაა დაფიქსირებული, სამჯერ მეტი ვიდრე მეზობელ ნორვეგიასა და დანიაში.
შვედეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღდეგ შემზღუდავ ზომები დაწესებული არ ყოფილა, მუშაობდა რესტორნები, სკოლები და მაღაზიები.