ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით თითქმის 20 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით თითქმის 20 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში ვირუსით 721 375 ადამიანი დაიღუპა.
ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის კუთხით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსის 4 941 796 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 161 356 ადამიანი.
ამერიკის შემდეგ არის ბრაზილია ორ მილიონზე მეტი შემთხვევით, ბრაზილიაში ვირუსით 99 572 ადამიანია დაღუპული. მესამე ადგილზე კი ინდოეთია, სადაც ვირუსის 2 088 611 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 42 518 ადამიანი.