ვირუსების გავრცელების გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა
ვირუსების გავრცელების გამო, რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა. ინფორმაციას ააიპ „რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანება“ ავრცელებს.
15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში გამოცხადებულია თავისუფალი დასწრება. ასევე, თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით. იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე.
დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით“, – აცხადებენ „რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანებაში“.