აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში სროლისას ათი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ვარაუდობენ, თავდამსხმელი სუპერმარკეტის მენეჯერი იყო. მან კლიენტებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ინციდენტი ვირჯინიის შტატის ქალაქ ჩესაპიკში მოხდა. სროლის შედეგად არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.