ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა
ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა

ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც ასობით ადამიანი სკოლის გამოსაშვები საღამოს შემდეგ მონროს პარკში იყო შეკრებილი.

ამასთან, დაშავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც ტერიტორიიდან განრიდებას ცდილობდნენ. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. სავარაუდო თავდამსხმელი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, თან ოთხი იარაღი ჰქონდა. გამომძიებლების აზრით, ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მსხვერპლს იცნობდა, თუმცა თავდასხმის მოტივებზე ზუსტად ვერ საუბრობენ.